ხალხი გაჭირვების პირისპირ - რა აწუხებთ მოქალაქეებს?
მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ. სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები კატასრტოფულად არის გაზრდილი. საყიდლებზე წასული მოქალაქეები სახლებში ნახევრად ცარიელი ჩანთებით და სრულად უფულოდ ბრუნდებიან. განსაკუთრებით ძვირია რძის პროდუქტები და ბოსტნეული.
გაძვირებული ცხოვრების ფონზე კი მოქალაქეები შემოსავლების არ იზრდება. პარალელურად, აგრარული ბაზრები ცარიელდება, უფასო სასადილეობთან კი გაჭირვებული ადამიანების ისედაც გრზელი რიგი ყოველ დღე იზრდება.
საშინელი ფასებია. თემქზე ვცხოვრობ და ლამის ვაკის ფასებს უთანაბრდება. ადრე თუ შეხვიდოდი უნივერსამში და 30 ლარი გყოფნიდა, ახლა 100 ლარამდე მიგდის. სამჯერ გაძირდა პროდუქტი, მაგრამ პენსიამ რამდენჯერ მოიმატა, აბა? ჯერ ისიც არ გყოფნის, მარტო პროდუქტზე არ ჰყოფნის ადამიანს, მარტო რომ ჭამოს. არ ვიცი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, - ამბობს მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად წამლებსა და პროდუქტს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ.
პენსია მაქვს 400 ლარი და არ მყოფნის. წამლები ხომ უნდა ვიყიდოთ? წამლებზე ძალიან დიდი ტანხა მიდის და პროდუქტებიც არის ძვირი, ვერ ვყიდულობ ბევრ პროდუქტს. ხაჭო მენატრება, ვერ ვყიდულობ, 4 ლარი ღირს, - ამბობს მოქალაქე.
"ქართულ ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ ფასები არ გაზრდილა და ეს ყველაფერი ოპოზიციონერი ლიდერების აგორებული კამპანიის ნაწილია. ისევ ირწმუუნებიან, რომ მათ ხელშ ეკონომიკა გაორმაგდა და სირარიბის ზღვარი განახევრდა.
გავანახევრეთ სიღარიბე. ეს არის კონკრეტული მონაცემები. ომის და პანდემიის ფონზე გავზარდეთ ეკონომიკა. ეს არის ჩვენი პასუხი მათ მიერ გამოგონილ თემაზე, რომ თითქოს ახლა გახდა, დღეს გახდა პრობლემა, როცა ჩვენ შევძელით, დავასტაბილურეთ იმგვარად ფასები, რომ ყველა ქვეყანასთან შედარებით, კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით გვაქვს ყველაზე დაბალი ინფლაცია ქვეყანაშ, - ამბობს მამუკა მდინარაძე.