ქვეყანაში პროდუქტი კატასტროფულად გაძვირდა - "ოცნება" მაინც ამტკიცებს, რომ ხალხს არ უჭირს
მთავრობა ხელფასებს იორმაგებს, ხალხს კი ამ ქვეყანაში თვითან თვემდე თავის გატანა სულ უფრო უჭირს. კატასტროფულად გაზრდილი ფასები პროდუქტზე. ბაზარში მისული მოქალაქეები ხშირად სახლში ლამის ცარიელი ჩანთებით ბრუნდებიან. ყველაფრის ფასმა მოიმატა, ადამიანებს კი ამდენი შემოსავალი არ აქვთ. "მენატრება ხაჭო, რომელიც გაძვირდა და ვერ ვყიდულობ-" უთხრა დღეს ერთ-ერთმა პენსიონერმა "პირველებს".
ფუფუნებაში მყოფი ჩინოვნიკები კი ამ მძიმეს რეალობას არ იმჩნევენ. იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეების გაუსაძლისი ყოფა როგორმე შეამსუბუქონ, ჯერ თავისთვის ხელფასების გაზრდა გადაწყვიტეს, შემდეგ კი ხალხს უმტკიცებენ, რომ საქართველოში არც ასეთი რთული ვითარებაა და ყველაფერი ოპოზიციამ გამოიგონა. "ოცნება" სულ სხვა ქვეყანაზე ლაპარკობს, სადაც სიღარიბე შემცირდა და ეკონომიკა ყვავის.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.