სანქციების გვერდის არიდების მორიგი მცდელობა - პუტინი სატრანზიტო გზის გაჭრას საქართველოს გავლით გეგმავს
იზოლაციაში მოქცეული რუსეთი ხსნას ისევ საქართველოში ეძებს. პუტინს ამჯერად სატრანზიტო გზის გაჭრა ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოს გავლით მოუნდა. კრემლმმა იდეის გახმოვანება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს დაუკვეთა და შედეგმაც არ დააყოვნა. განცხადებები დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს. არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით დასავლეთისგან სრულად იზოლირებული რუსეთი აკრძალულ ტვირთებს მესამე ქვეყანაში გაიტანს.
რას უნდა აკეთებდეს ახლა საქართველოს მთავრობა? საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინიმუმ, ერთი განცხადება მაინც უნდა ჰქონდეს გაკეთებული. საუკეთესო შემთხვევაში კი რუსეთის ახალი პროვოკაციის შესახებ უკვე ინფორმირებული უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობა. თუმცა ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში სრული დუმილია. არადა, ეს არის პუტინის კიდევ ერთი მცდელობაა, შავი ხვრელების და ამჯერად, ჩვენი ქვეყნის გამოყენებით დასავლურ სანქციებს თავი აარიდოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.