მცხეთაში პიტბულს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინეს
მცხეთაში პატრონმა თავის პიტბულს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინა - ცხოველთა უფლებების დამცველი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
აქტივისტი წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან პიტბულის ბევრი პატრონი ამას ნორმალურ მოვლენად აღიქვამს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკად მოპყრობას, ან ძალადობას გულისხმობს, რამაც დასახიჩრება გამოიწვია.