კონფლიქტი მეჩეთის გახსნის გამო - ადიგენში დღეს კრინიმალური პოლიცია იყო მობილიზებული

08.03.24 20:06
კონფლიქტი მეჩეთის გახსნის გამო - ადიგენში დღეს კრინიმალური პოლიცია იყო მობილიზებული

 

 

ადიგენიდან პოლიციის დანაყოფები გამოჰყავთ. მთელი დღე იქ დაპირისპირებულ მოსახლოებას შორის კრიმინალური პოლიცია იდგა. კონფლიქტმა მეჩეთის გამო იფეთქა. ადგილობრივი მოსახლეობა სამლოცველოს გახსნას აპროტესტებდა. ქუჩაში გამოსულმა ხალხმა მეჩეთამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა. სამართალდამცველებს დაპირისპირების ეპიცენტრი ისე ქონდათ შემოსაზღვრული, რომ იქ ჟურნალისტებსაც არ უშვებდნენ.

სახელდახელოდ მოწყობილი მეჩეთან დღეს ვითარების განმუხტვას პოლიციასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა. მერი საპროტესტო აქციაზე მისულ მოსახლეობას არწმუნებდა, რომ წასულიყვნენ, სანაცვლოდ კი დაპირდა, რომ სახლს, სადაც მეჩეთი მოაწყვეს, მუნიციპალიტეტი გამოისყიდდა, მანამდე კი ლოცვები არ ჩატარდებოდა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები