მორალურად გაბანკროტებული ინსტიტუციის განცხადება - თაბაგარი საპატრიარქოს მოწოდებაზე

04.07.21 11:09
მორალურად გაბანკროტებული ინსტიტუციის განცხადება - თაბაგარი საპატრიარქოს მოწოდებაზე

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი  ფიქრობს, რომ საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება ძალადობას ახალისებს. თაბაგარის თქმით, საპატრიარქომ წარსულის მძიმე გამოცდილება ვერ გაიაზრა.

მე გავიგე ეს როგორც მორალურად გაბანკროტებული ინსტიტუციის განცხადება, რომელმაც  ვერ გაიაზრა ვერაფერი 2013 წლის 17 მაისის მოვლენების ფონზე, პირდაპირ ახალისებენ ძალადობას, იმის მიუხედავად რომ ამ მოწოდებაში შეიძლება ძალადობრივი არაფერი არ არის, ჩვენ გვინახავს წარსულში  ასეთი ღონისძიებები როგორ გადაზრდილა შემდეგ ძალადობაში  ამ ყველაფერს რომ ვერ იაზრებს საპატრიარქო არის ძალიან ცუდი ამ განცხადების დამწერ ადამიანებს და ინსტიტუციას  არაფერი არ აქვს საერთო ქრისტიანობასთან",- ამბობს გიორგი თაბაგარი.

ცნობისთვის, საპატრიარქომ გუშინ პრაიდთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა   და 5 ივლისს მრევლს შეკრებისკენ მოუწოდა, განცხადებაში ასევე დაგმობილია უცხოელი დიპლომატების მიერ  პრაიდის მხარდაჭერა. საპატრიარქოს განცხადებით, ისინი პრაიდს მშვიდობიანად გააპროტესტებენ და ქაშვეთის ეკლესიასთან  პარაკლისს აღავლენენ.