კულტურის სამინისტრომ ტიმოთესუბნის რეაბილიტაცია დასრულებულად გამოაცხადა

09.03.24 10:21
კულტურის სამინისტრომ ტიმოთესუბნის რეაბილიტაცია დასრულებულად გამოაცხადა

კულტურის სამინისტრომ ტიმოთესუბნის რეაბილიტაცია დასრულებულად გამოაცხადა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ტაძრის გარე ფასადის სარესტავრაციო სამუშაოებმა წარმატებით ჩაიარა.

წულუკიანის უწყება იტყობინება, რომ ტაძრის სახურავი გაიწმინდა, ლორფინზე სპილენძის საფარი დაიგო, შემდეგ კი ამოიგოზა. თუ სამინისტროს დავუჯერებთ, ახალი სახურავი მე-12 საუკუნით დათარიღებულ ტაძარს და უძველეს კედლის მხატვრობას წვიმის წყლისგან დაიცავს.

არადა რამდენიმე კვირით ადრე, ამ მოვლენებს ჩუბინაშვილის ცენტრის საგანგაშო დასკვნა უსწრებდა. დოკუმენტში წერია, რომ ტაძრის კედლებიდან უძველესი ფრესკები იშლება. ისტორიული ძეგლის კედლები ისეთი ქიმიური ნივთიერებით დაამუშავეს, რასაც საცურაო აუზების და თანამედროვე ზედაპირებისთვის იყენებენ.

მსგავსი სიახლეები