გომელაურის სიძის სკანდალი - კაციტაძის უწყებას ლაშა ჯოხაძე გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებია
გამოიყენა თუ არა საპატრულო პოლიციის შეფმა თანამდებობა ბოროტად? - ლაშა ჯოხაძე, რომელიც გომელაურის სიძის სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტია, გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.
"მივალ თუ მეტყვიან" - ეუბნება ჯოხაძე "პირველებს". ჯოხაძე გულუას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს, რადგან მისი თანდასწრებით გომელაურის სიძე ანდრია სიხარულიძეს დაემუქრა.
დასჯილი პატრულ-ინსპექტორ ანდრია სიხარულიძეს, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე, მის წინააღმდეგ დაწყებული მოქმედებების ერთ-ერთ მთავარი მონაწილეა.
სიხარულიძე ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც მან გომელაურის სიძეს ალკოტესტის გავლა მოსთხოვა, მას ჯოხაძის მანქანიდან ზობა მიხანაშვილი ციხეში გაშვებით დაემუქრა, თუმცა ჯოხაძე ბრალდებებს უარყოფს და "პირველებთან" აცხადებს, რომ ფაქტი "თითიდან გამოწოვილი სისულელეა".
საერთოდ არ არის ეს პრობლემა. როდესაც დამიბარებენ, გამომძიებლის შეკითხვებს, რა თქმა უნდა, გავცემ ყველა კითხვას პასუხს. თითიდან გამოწოვილი სისულელეა. ყველა კითხვას გავცემ პასუხს", - ამბობს ჯოხაძე.
ცნობისთვის, ანდრია სიხარულიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის ოჯახი ტერორში სასამართლო დარბაზში, ფიცის ქვეშ ამხილა. უფროსი ოფიცერი, რომელსაც პოლიციაში მუშაობის 11-წლიანი სტაჟი აქვს, ამტკიცებს, რომ ციხეში 7 წლით მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ ვახტანგ გომელაურის დის ქმარი გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა.