ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების დრო ისევ უცნობია - მკვლევრები კორუფციაზე მიუთითებენ

09.03.24 11:36
ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების დრო ისევ უცნობია - მკვლევრები კორუფციაზე მიუთითებენ

ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია შესაძლოა, ისევ გაიწელოს - "პირველების" ინფორმაციით, ჭერის შესაკეთებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, რის შემდეგაც ახალი პროექტი უნდა შედგეს და შესაბამისი მასალები შეუკვეთონ.

აქამდე სამუშაოების დასრულების პერიოდად 2024 წლის ზაფხულის ბოლო სახელდებოდა, მაგრამ სამუშაოების დასრულების დრო ისევ უცნობია.

არადა ჯერ კიდევ გასულ წელს გამარტივებული წესით კომპანია "ბადაქონსთრაქშენს" ხელმეორედ გაუფორმეს 13-მილიონიანი კონტრაქტი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენთ ეჭვს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს.

კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე "პირველებთან" თბილისის მერს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო პროექტი ნეპოტიზმითა და ყველა იმ დანაშაულით არის გაჯერებული, რომელიც სამუშაოების შეფერხებას განაპირობებს.

6 წლის განმავლობაში, ვარკეთილის მეტროს ჭერი არის ჩამონგრეული. 6 წლის განმავლობაში, კახა კალაძემ ვერ შეძლო ვარკეთილის მეტროს ჭერის რეაბილიტაცია და არ არის აქ საუბარი მეგაპროექტებზე, მიწისქვეშა და მიწისზედა მეტროების აშენება. ამ პროექტში თავმოყრილი არის ერთად კორუფციაც, თანამდებობრივი გულგრილობაც და ყველაფერი, თუკი რაიმე შეიძლება იყოს დანაშაული. თუკი ამ რეაბილიტაციას დაასრულებს მომდევნო მერი შეძლებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორი ცუდი მენეჯერი არის კახი კალაძე", - ამბობს დონაძე.

მსგავსი სიახლეები