18-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან მოძრაობას N314 მარშრუტზეც დაიწყებენ

09.03.24 12:32
18-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან მოძრაობას N314 მარშრუტზეც დაიწყებენ

18-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან N314 მარშრუტზეც იმოძრავებენ - თბილისის მერიის ცნობით, მოცემულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ახალი ტრანსპორტით ჩანაცვლდა.

უწყება წერს, რომ ავტობუსები შშმ პირებისთვის სრულად არის ადაპტირებული, რადგან გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად და ასევე გადმოსაშლელი პანდუსი.

კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.

ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ასევე, განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობა.

აღსანიშნავია, რომ 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეისყიდა. ახალი ავტობუსები N302-ისა და N308-ის მგზავრებს უკვე ემსახურებიან. დაგეგმილია 18-მეტრიანი ავტობუსების გადანაწილება N301 მარშრუტზეც," - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები