"შეწყვიტეთ გამოსახლება" - ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდში, ხელოვნების და კულტურის განვითარების ცენტრთან, ორგანიზაცია "ხმა ერისა, გზა ხსნისა" წევრები, საბანკო სისტემის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციას მართავენ.
"შეწყვიტეთ გამოსახლება" - სკანდირებენ მოქალაქეები. შეკრებილი ხალხი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს, რომელიც ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტიულ აქტივთან მოლაპარაკებებს მართავს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მივიდა, რომელიც ადგილობრივებს საკითხის გარკვევას დაჰპირდა.