"დებატების ჩემპიონატი 2024"-ის გახსნითი ღონისძიება გაიმართა

09.03.24 16:26
"დებატების ჩემპიონატი 2024"-ის გახსნითი ღონისძიება გაიმართა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ორგანიზებით "დებატების ჩემპიონატი 202"-ის გახსნითი ღონისძიება გაიმართა - ღონისძიებაში 300-მდე ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატმა სტარტი, თავდაპირველად, თბილისიდან აიღო, თუმცა სხვადასხვა რეგიონებში ჩასვლაც იგეგმება. ახალგაზრდებს და ორგანიზატორებს შორის დებატები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართება. ორგანიზატორების მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვება გადააფიქრებინონ და პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის ერთად იპოვონ გამოსავალი.

მსგავსი სიახლეები