ბახმაროში გიგანტური კრუიზის აშენება დაუშვებელია - მოსახლეობამ განგაშის სიგნალი ჩართო

09.03.24 16:35
ბახმაროში გიგანტური კრუიზის აშენება დაუშვებელია - მოსახლეობამ განგაშის სიგნალი ჩართო

ბახმაროში გიგანტური კრუიზის აშენება დაუშვებელია - ადგილობრივმა მოსახლეობამ განგაშის სიგნალი ჩართო.

დილიდან გურიის განათლებისა და კულტურის განვითარების ფონდის ორგანიზებით, თბილისში დისკუსია იმართება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბახმაროში კომპანია "ორბის" მიერ ხუთ-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა კურორტს იერსახეს დაუკარგავს და დაამახინჯებს.

არქიტექტორები "პირველებთან" აცხადებენ, რომ თუ მშენებლობა განხორციელდება, ეს შეუქცევადი პროცესის დასაწყისი იქნება, რომელიც კურორტს სამშენებლო მოედნად გადააქცევს.

ამ ფორმით ეს პროექტი ბახმაროში არ უნდა განხორციელდეს. ეს არაპროფესიონალი თვალითაც მარტივად შესამჩნევია, რომ მასშტაბური არის ეს შენობა ბახმაროსთვის. მსგავსი ტიპის შენობა ბახმაროში არ არსებობს. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება, რომ ნახოთ, არის სამი სართული და ისიც ხის კოტეჯი, რომელიც ავთენტურია და ტრადიციებთან მიახლოებული", - ამბობს არქიტექტორი.

მსგავსი სიახლეები