დაუსრულებელი მშენებლობა და გაუჩინარებული ბინები - მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ - ხალხი ამტკიცებს, რომ კომპანია "დელუქსისგან" და "სექტორისგან" ბინები იყიდეს, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ სახლები არ არსებობს.
თაღლითური ქსელი ქვეყანაში უკვე წლებია მოქმედებს. არსებული ცნობებით, მშენებლები მშენებარე კორპუსებში ბინებს ყიდიან, მშენებლობას კი არ ასრულებენ. არის შემთხვევებიც, როცა 60-ბინიან კორპუსში სახლი ასობით ადამიანს აქვს ნაყიდი.
პროკურატურას ორი წელია, რაც საქმეზე გამოძიება დაწყებული აქვს, თუმცა დაზარალებულები შედეგს ამ დრომდე ვერ ხედავენ. აქციის მონაწილეებს უჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვები, რომ მოცემულ კომპანიებს გარკვეული მფარველები ჰყავთ.
2020 წლის იანვარში შევიძინეთ ბინა. თანხა სრულად დავფარეთ პირველივე კვირაში. გვაქვს შიდა ხელშეკრულება. ბინა არ გადმომფორმებია და ეს ჩემი ბინა გასხვისდა. 2 წელია მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია", - ამბობს აქციის მონაწილე.