ზვიად ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრად მისი კანდიდატურის განხილვას უარყოფს
ექიმი ზვიად ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრად მისი კანდიდატურის განხილვას უარყოფს - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.
ზვიად ყიფიანი მადლობას უხდის საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის.
მინდა გითხრათ, რომ საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ და არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება. დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებისთვის”, - წერს ზვიად ყიფიანი.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად ყიფიანი ზურაბ აზარაშვილის შემცვლელად განიხილება.