"მოდერნასთან“ და „ჯონსონთან“ მოლაპარაკებები დავიწყეთ, თუმცა პირობები ჩვენთვის მისაღები არ იყო - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, "მოდერნასთან და „ჯონსონთან და ჯონსონთან“ მოლაპარაკებები ჩაიშალა. გაბუნია ამბობს, რომ პირობები ჯანდაცვის სამინისტროსსთვის მისაღები არ იყო.
„კონტრაქტი, პირდაპირი ხელშეკრულება და მოლაპარაკება დასრულებული გვაქვს „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ფაიზერი“. რაც შეეხება „ჯონსონს და ჯონსნოს“ და სხვა ვაქცინებს, მათი მიღების შესაძლებლობა გვაქვს კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები „მოდერნასთან“ და „ჯონსონთან და ჯონსონთან“ დავიწყეთ , თუმცა ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არის“, - თქვა გაბუნიამ.