საიდან აღმოჩნდა მკვლელი ნარკოტიკები ბარდაველიძეების სახლში, რა მოხდა საბედისწერო დილას? - ექსკლუზიური ინტერვიუ საქმის პროკურორთან (video)

09.03.24 21:35
საიდან აღმოჩნდა მკვლელი ნარკოტიკები ბარდაველიძეების სახლში, რა მოხდა საბედისწერო დილას? - ექსკლუზიური ინტერვიუ საქმის პროკურორთან (video)

საიდან აღმოჩნდა მკვლელი ნარკოტიკი ბარდაველიძეების სახლში,  რისთვის ჩავიდა  იქ ანა გუდავა და რა მოხდა საბედისწერო დილას? კითხვები "შაბათის  ეთერმა"  საქმის პროკურორს დაუსვა. ემზარ გაგნიძე  გარდაცვლილის და ბრალდებულის მობილურებიდან ამოღებულ  მიმოწერაზე დაყრდნობით  ამბობს, რომ ანა გუდავა თერჯოლაში იმ დღეს  გარდაცვლილმა დაპატიჟა და სავარაუდოდ ნარკოტიკიც მან დაახვედრა.

გამოძიება  ახლა ამტკიცებს, რომ ანა გუდავა და არჩილ ბარდავალიძე  ორივე ნარკოტიკების მომხმარებლები და რეალიზატორები იყვნენ. ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტი დაკავების შემდეგ  20 წლის ანა გუდავამაც აღიარა - სტუდენტმა პოლიციას უთხრა, რომ ნივთიერება მას გარდაცვლილმა დაახვედრა, სარეალიზაციოდაც  ერთად დააფასოვეს და სამტრედიაში 24 ადგილას გასაყიდად  დადეს. გუდავას ეს ჩვენება  ჯერ მისი და გარდაცვლილის ტელეფონიდან ამოღებული ფოტოებით დადასტურდა, შემდეგ კი საგამოძიებო  ექსპერიმენტით. 

ანა გუდავას ჩვენების საფუძველზე პოლიციამ სამტრედიის რაიონში 24 ადგილიდან  განსაკუთრებით  დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონი" ამოიღო. თუმცა აკრძალული ნივთიერება ჩხრეკის დროს  სამართალდამცველებმა  გარდაცვლილის სახლშიც იპოვეს. პროკურორი  ამბობს, რომ რომ გასაყიდად გამზადებული მკვლელი ნივთიერება  მობილურის ყუთში იყო დამალული. ამ ფაქტს არც გარდაცვლილის დედა  უარყოფს, თუმცა ამტკიცებს რომ ეს ნივთიერება  მათ ოჯახში  ანა გუდავამ მიიტანა. 

ვის ეკუთვნის ოთხში აღმოჩენილი ნარკოტიკი ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ ახლა პოლიცია ანა გუდავასთვის მუხლის  შემსუბუქებას ცდილობს და  ყველაფერს გარდაცვლილ აჩიკოს აბრალებენ.

 ამ ვარაუდს ოჯახს პოლიციის ქმედებები უმყარებს - გომელაურის უწყებამ ცხედრის მეორედ ექსპერტიზის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებული ანა გუდავა, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის შვილი იყო. 

ნარკოტიკის მსხვერპლი ახალგაზრდაები - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი სრულად

მსგავსი სიახლეები