სიკვდილის ბრიგადები თბილისში - ნარკორეალიზატორებმა ე.წ.კურიერების დასაშინებლად მოძალადეთა რაზმიც შექმნეს (video)
ნარკობარიგების სიკვდილის ბრიგადები თბილისში - სპორტსმენების რაზმი ნარკოტიკების დამტარებლებს ფულის სანაცვლოდ სასიკვდილოდ სცემს, თუ ამ დაკვეთას რეალიზატორები აძლევენ.
ნარკოტიკების ყიდვა გაყიდვის სქემაში ჩართული პირი "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ სადამსჯელო რაზმები თავისუფლად გაადვილდებიან ე.წ. მოჭიდავეების რაზმი ცემით ემუქრება ყველას, ვინც დილერს წამალს მოპარვას.
"შაბათის ერთის ხელშია" იმ ათობით ახალგაზრდას ვიდეო და ფოტო მასალა, ვინც ერთი დოზა უფასო ნარკოტიკის გამო, მზად არის, ნარკოკარტელის ონლაინ გაყიდვების სქემაში ჩაერთოს და ნარკორეალიზატორად იქცეს.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ ვიდეოში 35 წლის ქალი პატიებას სთხოვს ნარკოდილერს რომელსაც ე.წ. ფაქტი ერთხელ მოჰპარა, დილერმა კი დასაჯა და პირადი მონაცემები გაუსაჯაროვა. ამ ფაქტის მიუხედავად ქალი ისევ მზად არის, ე.წ. სიკვდილის კურიერად იმუშაოს.
„შაბათის ეთერმა“ დაადგინა რომ ქალი, რომელიც ნარკოდილერს მსახურს სთხოვს, ერთ-ერთ რეგიონში ცნობილი ვიზაჟისტია. ამ სქემაში კი მეგობარმა მამაკაცმა ჩართო, რომელიც ასევე წლებია ე.წ. კურიერია.
ნარკოდილერებმა, ჯამში 500 მდე მოქალაქის ვიდეო აღიარება გაასაჯაროვეს, ვისაც მკვლელი ნარკოტიკი მისამართებზე მიჰქონდა, ვიდეომასალა პირადობის მოწმობების ფოტოებით ტელეგრამზეა ხელმისაწვდომი, ბუნებრივია, ამას ნახავდა პოლიციაც, თუმცა ყველა ე.წ. ფეხი, ვინც მკვლელ ნარკოტიკს დაატარებდა, ამბობს, რომ ისინი დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს. მათ შორის არის 25 წლის ქალი, რომელიც ახლა თბილისში ერთ-ერთი კვების ობიექტის მზარეულია.