უკრაინაში ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი დაიღუპა

09.03.24 19:48
უკრაინაში ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ.
ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
დიდება გმირებს! - წერია განცხადებაში. 

პუტინის აგრესიას უკრაინაში, ბოლო 2 წელში უკვე 60 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

მსგავსი სიახლეები