ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანს, რომელმაც სავარაუდოდ თავის ძაღლს მიუსაფარი ცხოველი დააგლეჯინა
საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წაუყენა არასრულწლოვანს ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
უწყებაში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, ბრალდებულმა თავისივე პიტბულის ჯიშის ძაღლს დააგლეჯინა მეტისის ჯიშის ძაღლი.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ძაღლების ჩხუბის ამსახველი ვიდეო ცხოველთა დამცველმა აქტივისტმა 8 მარტს გაავრცელა.