რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება ადიგენში - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მიუღებელიაა ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. ომბუდსმენის აპარატიი ამ საქმეშიი უკვე ჩაერთო და მოკვლევააც დაწყებულია. რაც შეეხებაა კონფლიქტს, მართლმადიდებელ და მუსლიმ მორწმუნეებს შორის ერთი მეჩეთის გამო დაწყებული დავა, წესით, ხვალ უნდა გადაწყდეს.
საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს 8 მარტს, ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს.
სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა.
სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახელდახელოდ მოწყობილი მეჩეთი მორწმუნეებს დაუკეტეს, ქალაქის მერი კი მუსლიმთა თემს სალოცავად ალტერნატიული სივრცეს სთავაზობს. მოსახლეობის შორის მომხდარი დაპირსპირდებინ უკვე მესამე დღეა გასული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევა ამ დრომდე არ აქვს დაწყებული.