ლანჩხუთში 91 წლის მამაკაცს ეძებენ

10.03.24 12:43
 ლანჩხუთში 91 წლის მამაკაცს ეძებენ

უკვე მერვე დღეა, ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის სოფელ ჩოჩხათში 91 წლის ოთარ შაინიძეს ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, მოხუცი 2 მარტს სახლიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ მისი კვალი ვერავინ იპოვა.
მოხუცის სამძებრო სამუშაოებში პოლიციაცაა ჩართული და ოჯახი საზოგადოების დახმარებას ითხოვს.

ყველა ძალებით ვცდილობთ პოვნას. გუშინ დრონებითაც ვეძებეთ, მაგრამ უშედეგოდ. 2 მარტს სახლიდან გაუჩინარდა, მაშინ, როცა ოჯახის წევრების ბოსტანში მუშაობდნენ და ამ დრომდე კვალს ვერ მივაგენით, - ამბობენ ოჯახხის წევრები და საზოგადოებას სთხოვენ, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკონ ნომერზე +995557384884.

მსგავსი სიახლეები