"წინააღმდეგი არ ვიქნებოდი" - მოსამართლე, რომელიც კლანთან დაახლოებული არ არის, ვეტინგის გავლის მომხრეა
სასამართლო კლანისგან განსხვავებით ვეტინგის სისტემის გავლის წინააღმდეგი არ არიან ის მოქმედი მოსამართლეები, რომლებიც კლანთან დაახლოებულები არ არიან. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ ყველა რეფორმა და ღონისძიება, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებაზეა მიმართული, აბსოლუტურად მისაღებია. ნიკოლაიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მზადაა კეთილსინდისიერებაზე ტესტი თავადაც გაიაროს.
ის ყველა ღონისძიება, ყველა რეფორმა, რაც ხელ შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, მე მხოლოდ მივესალმები. არ მგონია, რომ ამის წინააღმდეგი, ზოგადად, საღად მოაზროვნე ვინმე იყოს, თუნდაც სისტემაში. ამ მომენტში მე არ მეხება ეს, თუმცაღა, მე პირადად, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ მეც რომ შევმოწმდე, დავუშვათ და სხვა ჩემი კოლეგებიც, აქ ვერაფერ საგანგაშოს მე ვერ ვხედავ და არ ვიქნებოდი წინააღმეგი, - ამბობს თეა ნიკოლაიშვილი.