სოფელ უდევში მეწყრული პროცესები გააქტიურდა - მოსახლეობის ნაწილი სახლებს ტოვებს

10.03.24 15:31
სოფელ უდევში მეწყრული პროცესები გააქტიურდა - მოსახლეობის ნაწილი სახლებს ტოვებს

სოფელ უდევს მოსახლეობის ნაწილი ტოვებს. ადიგენში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ხალხს სახლები თავზე ენგრევათ. საშიშ ზონაში ათობით სახლს კედლები დაებზარა. მთის ძირში აშენებულ სახლებს საფრთხე ემუქრებათ, რის გამოც ხალხმა სხვაგან გადასახლება გადაწყვიტა. 

გეოლოგების დაკსვნით უკვე დადგენილია, რომ ცხოვრება სოფლის ერთ ნაწილში სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ხალხი საგონებელშია. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების ქმეედბას და მათთის კომპენსაციების გადაცემას ელოდება. 

მეწყერი ერთი წლის წინ დაიწყო და დღითიდღე ემატებოდა ეს და უკვე 1 წელი ხდება, ერთი თვეა რაც ძალიან გააქტიურდა და მთლად ჩამოიშალა კედლები, სარდაფი გაიხსნა. მადლობა უფალს, რომ შგ არ ვიყავით და არ მოვყევით, - ამბობს ადგილობრივი. 

ადიგენის მსგავსად რთული ვითარებაა შიდა ქართლშიც. მექყრული პროცესები გორის რამდენიმე ქუჩაზე გააქტიურდა. გეოლგების დაკსვნით, 15-ზე მეტ სახლში ცხოვრება სახიფათოა.  

მსგავსი სიახლეები