შანტაჟი, მუქარა და ფულის გამოძალვის მცდელობა გარდაბანში - ახმედოვების ოჯახი სავარაუდო რეკეტზე ალაპარაკდა
შანტაჟი, მუქარა და ფულის გამოძალვის მცდელობა გარდაბანში - ახმედოვების ოჯახი სავარაუდო რეკეტზე ალაპარაკდა. ელმურაზ ახმედოვი ამტკიცებს, რომ მასტან დაფარული ნომრით მუქარის შემველი შეტყობინებები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად შედის. ურეკვანე და დიდი ოდენობით თანხას სთხოვენ. ირკვევა, რომ რამდნეიმე დღის წინ უცნობმა პირებმა ახმედოვების სახლის გადაწვაც სცადეს. ამ დრო სახლში ორი არასრუწლოვანი მოზარდი იმყოფებოდა.
ახმედოვებს მუქარის შემცველი ზარების აუდიოჩანაწერებიც აქვთ. ელმურაზ ახმედოვი ფიქრობს, რომ დამნაშავეები სავარაუდოდ ადგილობრივები და წამალზე დამოკიდებული პირები არიან. მისი თქმით, ბოლო შეტყობინება ტელეფონზე ორი დღის წინ შეუვიდა.
ღამე იყო, სადღაც თორმეტი, პირველი საათი. ყველა რომ დავწექით დასაძინებლად, მაშინ შემოიპარნენ და წაუკიდეს ცეცხლი. აქ ათი მეტრის სიმაღლეზე თივა მეწყო და სულ დაიწვა. სახლსაც მოედო, ვედროებით ვაქრობდით ცეცხლს. რუსთავიდან და გარდაბნიდან უამრავი სახანძროს ეკიპაჟი ჩამოვიდა და დაგვეხმარნენ, რომ არ დავმწვარიყავით. ადგილზე პოლიციის უამრავი წარმომადგენელი იყო. ესენი არია ადგილობრივები, რეკავენ დაფარული ნომრებით, ხმასაც იცვლიან, როცა გესაუბრებიან. ბოლო ზარი გუშნწინ გახორციელდა ჩემი შვილის ნომერზე. უთრეს, რომ თუ 15 ათას ლარს არ მიუტანდა, გადაგვწვავდნენ. ემუქრებიან 13 წლის შვილით. ახლა ჩემი შილიშვილი შიშთ გახიზნული გვყავს სახლიდან ნათესავებთან. პოლიცია ეძებს, მაგრამ ვის, თითონაც არ იციან, - ამბობს ახმედოვი.
საქმეში პოლიცია უკვე ჩართულია, თუმცა დაკავებული არავინაა.