აქცია ბათუმში - აჭარაში მცხოვრებმა მუსლიმებმა ადიგენში მცხოვრებ მორწმუნეებს სოლიდარობა გამოუცხადეს

10.03.24 17:54
აქცია ბათუმში - აჭარაში მცხოვრებმა მუსლიმებმა ადიგენში მცხოვრებ მორწმუნეებს სოლიდარობა გამოუცხადეს

აქცია ბათუმში - აჭარაში მცხოვრები მუსლიმები ქალაქის ცენტრალურ მოედანთან შეიკრიბნენ და ადიგენში მცხოვრებ მორწმუნეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. რელიიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მუსლიმთა თემი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას და გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

ჩვენ მმოვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება იმ ფაქტთან აკავშირებით, რა შეურაცხყოფებიც იყო მიყენებული და ფიზიკური შეხლა-შემოხლებიც იყო, იყო გაჟღერებული, რომ ეს მიწა ეკუთვნის ქართელებს და ქრისტიანებს და ცუდი ფაქტი ის არის, რომ თითქოსდა ჩვენ არ ვართ ქართველები, თითქოს ჩვენ საქართელოს დარდი და ტკივილი არ გვტკივა.  გვინდა მშვიდობა, იმიტომ, რომ ჩვენ ოდითგანვე ქრისტიანები და მუსლიმები ვართ მეგობრები, ერთი ოჯახები ვართ და ჩვენ არაფერი გვაქვს საპრობლემო, - ამბობენ აქციის მონაწილეები. 

მართლმადიდებელთა და მუსლიმტა შორის მეჩეთის გახნის გამო დაწყებული კონფლიქტი, წესით, ხვალ უნდა გადაწყდეს. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ადგინეში ადგილობრივებმა მუსლიმთა სალოცავის გახსნა გააპროტესტეს. ათეულობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და მომლოცველებს სალოცავში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

ადგილზე ასევე დიდი რაოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები