მშენებლის დაუდევრობა თუ წესების დარღვევა - მე-11 სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

10.03.24 20:18
მშენებლის დაუდევრობა თუ წესების დარღვევა - მე-11 სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

 

 

მშენებლის დაუდევრობა თუ წესების დარღვევა - რას ემსხვერპლა 26 წლის მამაკაცის სიცოცხლე? მუშა მე-11 სართულიდან იმ დროს გადმოვარდა, როდესაც მშენებარე კორპუსის აივანზე მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა. ვახო ქართლელიშვილი საბედისწერო შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გაჩნდა კითხვაა: იყო თუ არა ობიექტზე უსაფრთხოეების ნორმები დაცული? ფაქტია, რომ მშენებარე კორპუსს დამცავი ბადეები გარშემორტყმული არ ჰქონია. წესით, ასეთი ბადეები სწორედ რისკების დასზღვევად გამოიყენება.

მომხდარზე გამოძიება დაწყებული. ახლა სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იკვეთება თუ არა ტრაგედიაში მშენებელი კომპანიის პასუხისმგებლობა.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები