სტატისტიკაში ასახული მძიმე რეალობა - საქართველოს ორჯერ მეტი ადამიანი ტოვებს, ვიდრე ემიგრაციიდან ბრუნდება
ერთ სტატისტიკაში ასახული მძიმე რეალობა - საქართველოს ორჯერ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, ვიდრე ემიგრაციიდან ბრუნდება. ამერიკა, გერმანია, საფრანგეთი და კანადა - ეს იმ ქვეყნების ყველაზე პოპულარული ჩამონათვალშია, სადაც ქართველები უკეთესი ცხოვრების დაწყების იმედად მიდიან. მიდიან და ლუკმა პურის ფულის საშოვნელად, ხშირ შემთხვევაში, მძიმე სამუშაოსაც ასრულებენ.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით გაიზარდა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მსურველთა რიცხვიც. ხელისუფლება მძიმე რეალობას სხვა განზომილებიდან უყურებს. ამტკიცებენ, რომ საქართველოში ეკონომიკა ყვავის, თუმცა ფაქტია მდუღარე ეკონომიკა გაჭირვებული ხალხის ცხოვრებაზე ვერ აისახება, რასაც ქვეყნიდან გაქცეული მოქალაქეების გაზრდილი რიცხვიც მოწმობს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.