მეწყერსაშიშ ზონებში ხალხი თვითევაკუციის რეჟიმში გადადის - სოფელი უდე მოსახლეობისგან იცლება
მეწყერსაშიშ ზონებში ხალხი თვითევაკუციის რეჟიმში გადადის. სოფელი უდე მოსახლეობისგან იცლება. ადიგენის ერთ სოფელში საფრთხის ქვეშ ათობით სახლია. ნაწილი უკვე დაინგრა, ნაწილსაც კედლები დაებზარა. ქუჩებში მიწის უზარმაზარიი ნაპრალებია გაჩენილი. მთის ძირში ცხოვრება იმდენად საშიშია, რომ მოსახლეობამ წლობით ნაგროვები ქონება შეაგროვა და ალტერნატიული თავშესაფრის მოძიება დაიწყეს.
ცხოვრება რთულია გორშიც. 20-მდე ოჯახს სახლები შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში თავზე ჩამოენგრეთ. გარემოს ეროვნული სააგენტო ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მთის ფერდზე გამაგრებითი სამუშაოები.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.