ფულის გამოძალვა და სახლის გადაწვის მცდელობა - გარდაბანში ახმედოვების ოჯახს უცნობი პირები ემუქრებიან

10.03.24 20:00
ფულის გამოძალვა და სახლის გადაწვის მცდელობა - გარდაბანში ახმედოვების ოჯახს უცნობი პირები ემუქრებიან

 

 

რეკეტი 90-ანების სტილში - გარდაბანში შანტაჟი და ანგარიშსწორება წარსულის მეთოდებით დაიწყო.  ფულის გამოძალვა ჯერ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, შემდეგ კი სახლის გადაწვის მცდელობით გრძელდება. დაუჯერებელი ამბავი თავს ახმედოვებს გადახდათ.

ელმურაზ ახმედოვი ამტკიცებს, რომ ცხოვრება მორალურ ტერორში უწევს. ტელეფონით უცნობი პირები უკავშირდებიან და ათასობით ლარს მუქარით სთხოვენ. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის დროს თანხის გადაცემაზე უარის გამო, უცნობმა პირებმა მისი სახლი ცეცხლის ალში გახვიეს. სიკვდილს, მათ შორის, ბავშვებიც სახანძრო ეკიპაჟის დრპოულმაა რეაგირებამ გადაარჩინა.

ამ საქმეზე პოლიციას გამოძიება აქვს დაწყებული, თუმცა ხელბორკილები არავისთვის დაუდიათ. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები