საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გახსნის ვადამ კვლავ გადაიწია

11.03.24 17:55
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გახსნის ვადამ კვლავ გადაიწია

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გახსნა 2024 წლის 1-ელი ივლისის 6:00 საათამდე გახანგრძლივდა - ამის შესახებ ინფორმაციას AZERTAC-ი ავრცელებს.

საზღვარი მიმდინარე წლის 2 აპრილს უნდა გახსნილიყო, თუმცა აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვა გახანგრძლივდა.

ცნობისთვის აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.