ცნობილია სიმღერა, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე წარდგება (ვიდეო)

11.03.24 19:15
ცნობილია სიმღერა, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე წარდგება (ვიდეო)

2024 წლის ევროვიზიაზე მომღერალი ნუცა ბუზალაძე სიმღერა Firefighter-ით წარდგება - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სიმღერის ტექსტი დარკო დიმიტროვსა და ადა სატკას ეკუთვნით.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

მედიის ცნობით, ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.

ცნობისთვის, ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2024 წლის 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

მსგავსი სიახლეები