რას მალავენ მოსამართლეები?
რას მალავენ მოსამართლეები, რომლებიც წლიდან-წლამდე რეკორდული რაოდენობის უძრავ ქონებას აგროვებენ? - გიორგი მიქაუტაძის საეჭვო გამდიდრების ამბავმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ აუცილებელია მოსამართლეებმა კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბარონ. ეს იქნება საშუალება დადგინდეს, როგორ ხდებიან მილიონერები მოსამართლეები მხოლოდ ხელფასით. უამრავი კითხვის მიუხედავად, "ოცნება" კლანის ინტერესებს ბოლომდე იცავს და ევროკავშირის მოთხოვნაზე, ამოქმედდეს ე.წ ვეთინგის სისტემა, კატეგორიულ უარს ამბობს.