დააკავეს ე.წ. კურიერები, დამდებები, შემნახველები - ვინ მფარველობს ქვეყანაში ნარკობარონებს?

11.03.24 20:35
დააკავეს ე.წ. კურიერები, დამდებები, შემნახველები - ვინ მფარველობს ქვეყანაში ნარკობარონებს?

სპეცოპერაციების სერია ქვეყნის მასშტაბით- შს სამინისტრო ეტაპობრივად ასაჯაროებს ნარკოდანაშაულის სქემის ფიგურანტების დაკავების შესახებ ინფორმაციას, თუმცა ირკვევა, რომ 300-მდე დაკავებულიდან არცერთი არ არის შემომტანი. ამ დრომდე უწყებამ ისიც ვერ დაადგინა, ვინ მფარველობს ქვეყანაში მკვლელი ნარკოტიკების რეალიზატორებს.  

დაკავებულთა შორის რეალიზატორების გარდა, ძირითადად არიან კურიერები, ე. წ დამდებები და შემნახველები. ყველა დუმს, ბრალს არცერთი აღიარებს, თუმცა არ არის გამორიცხული ეს დროებითი იყოს. ადვოკატები ამბობენ, რომ შესაძლოა მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ და სამართალდამცველებს ინფორმაცია სქემის ორგანიზატორების შესახებ მისცენ.  ყველა დაკავებულის სახლიდან კრიმინალურმა პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები