15 წლის მოზარდი ამტკიცებს, რომ მეგობრის მამამ გააუპატიურა - კიდევ რა მტკიცებულებები დევს საქმეში?

12.03.24 20:08
15 წლის მოზარდი ამტკიცებს, რომ მეგობრის მამამ გააუპატიურა - კიდევ რა მტკიცებულებები დევს საქმეში?

 

 

ერთი გოგონას ორი ჩვენების საფუძველზე ციხეში ორი მამაკაცი გაუშვეს. 15 წლის მოზარდი ამტკიცებს, რომ მისი მეგობრის მამამ გააუპატიურა, მანამდე კი ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებას აიძულებდა. 32 წლის კაცს ხელბორკილები საკუთარ სახლში რამდენიმე დღის წინ დაადეს. ახლა დაკავებულის ოჯახი და ადვოკატი ამტკიცებს, რომ არაასრულწლოვანმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა და ბრალდება ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ  გამოგონილია.

ამავე არასრუწლოვანის ჩვენების საფუძველზე რამდენიმე თვით ადრე კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს. მასაც  მოზარდი გაუპატიურებაში ადანაშულებს.  ბრალდებული კაცი კი ყველაფერს უარყოფს და ამტკიცებს, რომ გოგონას პოლიცია საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და  ჩვენებებს იმ პირების წინააღმდეგ აწერინებს, ვინც სამართალდამცველებს მიზანში ჰყავთ ამოღებული.

ამ საქმეებში საეჭვოა ერთი  გარემოება, რომ ამ დრომდე გამოძიება არ ასაჯაროებს გოგონას ჩვენების გარდა კიდევ რა მტკიცებულებები დევს ბრალდებული კაცების წინაააღმდეგ საქმეში.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები