გადარჩება თუ არა გელათის მოზაიკა ღვთისმშობლის გამოსახულებით? - მდგომარეობას უცხოელი ექსპერტები სწავლობენ

12.03.24 20:18
გადარჩება თუ არა გელათის მოზაიკა ღვთისმშობლის გამოსახულებით? - მდგომარეობას უცხოელი ექსპერტები სწავლობენ

 

 

გადარჩება თუ არა გელათის მოზაიკა ღვთისმშობლის გამოსახულებით? განადგურების ზღვარზე მისულ გელათში არსებულ მდგომაროებას გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი ექპერტები  სწავლობენ. აღმოჩენილია 21 კრიტიკული კერა, რომლის ჯერ კონსერვაცია მოხდება, შემდეგ კი სამუშაოები დაიწყება. ამის შესაძლებლობას  სპეციალისტებს კედლის მხატვრობა აძლევს, თუმცა საგანგაშოა მდგომარეობა მოზაიკის მიმართულებით.

ირკვევა, რომ მოზაიკასა და კედელს შორის დაშორება ძალიან დიდია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს მისი ცვენა დაიწყოს. სპეციალისტები, რომლებმაც გელათში არსებული მძიმე რეალობა საკუთარი თვალებით ნახეს, წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებენ. არასწორად ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა მოზაიკა ისე დააზიანა, რომ უცხოელ რესტავრატორებს, მინიმუმ, ერთი წელი სჭირდებათ, თქვან, რისი გადარჩენა შეიძლება  და რისი არა.  ეს დრო კი ტაძრისთვის შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები