განგაში რუსეთში - განადგურებულია და დამწვარია რუსული ნავთობის რამდენიმე ქარხანა
განგაში რუსეთის ფედერაციაში - განადგურებულია და დამწვარია რუსული ნავთობის რამდენიმე ქარხანა. მასობრივი იერიში დროებით ერთდროულად - რიაზანში , ორელისა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში მდებარე ქარხნებზე გამთენიისას მიიტანეს. იქ ახლაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ოლქის გუბერნატორი ამბობს შეტევა უკრაინელი სამხედროების მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატებით მოხდა.
Baza წერს, რომ ქარხანას სამმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია. სააგენტო „ტასის“ ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს, აქ დაიწვა ნავთობის რეზერვუარი.
რუსეთი დრონებით შეტევაში უკრაინას ადანაშაულებს.