მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ვიდეოები გაავრცელა - დაკავებულია 20 წლის კაცი
მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური ფოტოების მოპოვება-გავრცელებისთვის 20 წლის კაცი დააკავეს - ახალგაზრდას ხელბორკილები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაადო.
დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმის მასალების თანახმად, დაკავებული დაზარალებულ ქალს "ფეისბუკის" ყალბი გვერდით გაეცნო და ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების მუქარით "უსიტყვო მორჩილება" მოსთხოვა.
"იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა", - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კვალიფიკაციით - სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით.