"რეალურ დამნაშავეებს მფარველობენ" - როინ შავაძის საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებას დაპირისპირება მოჰყვა
როინ შავაძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი ცნობილია - მსაჯულებმა 2 დაკავებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.
- თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის განზრახ მკვლელობასა და მისი უკანონო დაკავებისთვის დამნაშავეებად ცნეს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი ალი ბალაძე და ყოფილი სპეცრაზმელი მამუკა ბერიძე.
კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა ჩაცხრილეს სასტიკად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ჯარისკაცი როინ შავაძე. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ ბრალდების ყველა ნაწილში ორივე ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი”, – ამბობს ბრალდების მხარე.
გადაწყვეტილებას ბალაძისა და ბერიძის ახლობლების პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, "რეალურ დამნაშავეებს ხელშეუხებლობის გარანტია" აქვთ.
ბრალდებულების ახლობლები ასახელებენ ორ გვარს, პროკურორ ვასილ როინიშვილს, რომელიც დღეს მოსამართლეა და და რესან კონცელიძეს რომელიც ამ საქმეს იძიებდა.
ალი ბალაძის ოჯახის წევრები "პირველებთან" პროკურატურის მიერ ფარულად ჩაწერილ მოწმეებზეც საუბრობენ. მათი მტკიცებით, ჩანაწერში სპეცრაზმელები, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან პირდაპირ ამბობენ, რომ საქმესთან ალი ბალაძეს არანაირი შემხებლობა არ აქვს.
ნამდვილი დამნაშავეები ამ საქმეზე არც კი დაუკითხავთ, ბოლო 7 თვეა, ამ საქმის გადაფარვა მიდის. საუბარია, მაღალჩინოსნებზე - მაგალითად, როინიშვილი, კოჭლამაზიშვილი, ყველა მათგანის სახელი საქმეში დევს, ამის მტკიცებულებები არსებობს, თუმცა ის მოსამართლემ არ განიხილა. რასენ კანცელაძე მოიყვანეს, თუმცა არცერთმა მხარემ არ მოისურვა დაკითხულიყო. ყველა მაღალჩინოსანს დღევანდელი პროკურატურა მფარველობს"- ამბობს ნინი ბალაძე.
დაკავებულების ოჯახის წევრები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ:
ალი ბალაძეს არაფერი დაუშავებია, მთელი აჭარა ფეხზე რომ დააყენოთ, ყვალა ამას გეტვით, ქაილ, დედა, გემუდარებით, დამიდექით გვერდით. მეშინია, ამ კომენტარსაც რომ გაძლევთ, ჩემს ქმარს რამე არ ვავნო. უჩა შავაძე ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო, პატაკზე ხელი მას აქვს მოწერილი და არა ბალაძეს. თანამდებობის პირებს დღეს ხელს აფარებენ" - ამბობს დაკავებულის ცოლი.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
როინ შავაძე 2008 წელს ჯერ ჯაშუშობის ბრალდებით დააკვეს, შემდეგ კი პროკურატურის ვერსიით, მაშინდელი კუდის თანაშრომლებმა სავატომობილო გზაზე ჩაცხრილეს.