თბილისის კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე იქნება

13.03.24 12:03
თბილისის კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე იქნება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს - არჩევნები 12 მარტს გაიმართა და ამ თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.

კონსერვატორია ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ვაჩნაძე ერთხმად აირჩიეს.

რეგისტრირებულმა კანდიდატმა - გიორგი ვაჩნაძემ აკადემიური საბჭოს წინაშე წარადგინა კონსერვატორიის განვითარების გეგმა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც მისი კანდიდატურა ერთხმად იქნა არჩეული თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის პოზიციაზე", - ვკითხულობთ კონსერვატორიის განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 1985 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გააგრძელა. 1990 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად გაემგზავრა და 1994 წელს ინდიანას უნივერსიტეტის მაგისტრატურა დაამთავრა.

მსგავსი სიახლეები