18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ
16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კალაძე განმარტავს, რომ ახალი ტრანსპორტი, თავდაპირველად, იმ მარშრუტზე ივლის, სადაც მგზავრთა დიდი ნაკადია.
16 მარტიდან N301 მარშრუტზე დაიწყებს მგზავრების მომსახურებას 18 მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ავტობუსები ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან, თბილავიამშენის მიმდებარედ, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე იმოძრავებენ", - თქვა კალაძემ.