რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა?

13.03.24 12:24
რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა?

2024 წლის თებერვალში თბილისში 3 444 ბინა გაიყიდა - გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (49.0%) დიდი დიღმის (+17.0%), სამგორის (+11.5%) და საბურთალოს (-8.2%) რაიონებზე მოდის.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში გასაყიდი ბინის ფასების ზრდის დინამიკა პირველად ბაზარზე შენარჩუნა, ხოლო მეორად ბაზარზე ფასები შემცირდა.

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ვაკესა და მთაწმინდაში, გაყიდვებმა იკლო, თუმცა ამის მიუხედავად, გასაყიდი ბინების ფასი ყველაზე მაღალი კვლავ ამ ორ უბანში ფიქსირდება.

რაც შეეხება ქირას, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები