ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

13.03.24 12:52
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირა - ახალი მონაცემებით, განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

სებ-ის განცხადებით, ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემო სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, კერძოდ, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის კლებადი ინფლაციის გამო, ნარჩუნდება.

დაბალინფლაციური გარემო ინფლაციურ მოლოდინებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც ასევე საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციურ რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მსგავსი სიახლეები