ბჟანიას "კორტეჟი" ავარიაში მოყვა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის "კორტეჟი" ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.
ავარია, გუშინ, 12 მარტს მოხდა.
აფხაზური მედია იტყობინება, რომ შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ ის არ დაშავებულა.
„იმის გათვალისწინებით, რომ კანონი არ არის საპრეზიდენტო ავტოკოლონისთვის და მისი დანახვისთანავე ყველა უნდა გადავიდეს გზიდან, პრეზიდენტის კორტეჟის მანქანა გამვლელ მანქანას შეეჯახა. გასაკვირია, რომ ორი ზოლი თავისუფალი იყო, მაგრამ პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა ერთადერთ მანქანასთან შეჯახება, რომელიც იმ მომენტში გზატკეცილზე იყო“, - ნათქვამია ანგარიშში.