კაცმა, რომელიც 15 წლის ნათესავის სექსუალურად შევიწროების ბრალდებით დააკავეს, სავარაუდოდ მოზარდის შეყვარებულიც დაჭრა - ახალი დეტალები

13.03.24 13:24
კაცმა, რომელიც 15 წლის ნათესავის სექსუალურად შევიწროების ბრალდებით დააკავეს, სავარაუდოდ მოზარდის შეყვარებულიც დაჭრა - ახალი დეტალები

53 წლის კაცს, რომელსაც 15 წლის ნათესავი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში ადანაშაულებს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

როგორც "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, ბიძის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ არასრულწლოვანმა პოლიციაში  მისვლამდე დეიდას უამბო, თუმცა ამჟამად დაკავებულის ცოლმა, დისშვილი სასტიკად სცემა. 

ირკვევა ისიც, რომ თავდაპირველად 53 წლის კაცი ახალგაზრდა ბიჭის დაჭრის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით გაირკვა, რომ საუბარი იყო 15 წლის მოზარდის შეყვარებულზე, რომელსაც გოგონამ შველა და სავარაუდოდ მოძალადე ბიძისგან დახსნა სთხოვა. 

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, 15 წლის გოგოს დედა ემიგრაციაში, ამიტომ ის ხშირად რჩებოდა დეიდასთან. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდმა თვითმკვლელობაც სცადა. 

tvpirveli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ბათუმში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

გამოძიება არასრულწლოვანის დეიდის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

53 წლის კაცი წინასწარ პატიმრობაშია, მისი ცოლი კი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. 

მსგავსი სიახლეები