Yandex-ის მძღოლებმა კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შეიტანეს

13.03.24 14:28
 Yandex-ის მძღოლებმა კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შეიტანეს

პროტესტი რუსულ კომპანია "იანდექსში" - მძღოლებმა წერილი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შეიტანეს და უწყებას კომპანიის საქართველოში საქმიანობის შესწავლას სთხოვენ.

დასაქმებულებს უჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვები, რომ კომპანია კანონის ფარგლებში არ საქმიანობს, რადგან "იანდექსს" ბაზრის 70% უკავია და თანამშრომლებს ხელფასიდან 20%-ზე მეტს აჭრის.

საპროტესტო აქციის მონაწილეები "პირველებთან" განმარტავენ, რომ მგზავრობის ტარიფი უპრეცედენტოდ დაბალი და არაადეკვატურია, ხოლო მძღოლების ხელფასები მიზერული.

შეგვაქვს კონკურენციის სააგენტოში წერილი კომპანია "იანდექსის" წინააღმდეგ, რადგან მას საქართველოს ბაზრის 70%-ზე მეტი ათვისებული აქვს. შეგვაქვს, რადგან დაადგინოს, რამდენად კანონიერად აქვს ბაზარი დაკავებული, რამდენად კანონიერად ათამაშებს ფასებს", - ამბობს მძღოლი.

ცნობისთვის, დღეს მძღოლებმა მეხუთე აქცია გამართეს. იქამდე, სანამ წერილს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შეიტანდნენ, პერსონალური მონაცემების დაცვის სააგენტოსა და შემდეგ უკვე სასამართლოს მიმართეს, რადგან "იანდექსის" მძღოლები შტატიან თანამშრომლებად არ ითვლებიან და ისინი პარტნიორულ მძღოლებად არიან გაფორმებულები.

მსგავსი სიახლეები