თუ მოსამართლეებს დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ ეშინიათ ვეტინგის? - გიგაური
თუ მოსამართლეებს დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ ეშინიათ ვეტინგის? - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
გიგაურის თქმით, სწორედ არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები ეწინააღმდეგებიან ვეტინგს.
გიგაური ასევე ხელისუფლების ინტერესზეც საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნებას" სასმართლოში "კლანის" დაშლა არ სურს და არ უნდა რომ მისი მოსამართლეები ვინმემ შეამოწმოს.
ის მოსამართლეები, რომლებიც არ არიან კეთილსინდისიერები, სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან ამ პროცესს და ამავდროულად, ისინი ეწინააღმდეგებიან, რომ საქართველომ მოლაპარაკებები დაიწყონ ევროკავშირთან წევრობაზე. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესში არ არის, რომ კლანი დაიშალოს სასამართლო სისტემაში. თუ მათ დასამალი არ აქვთ და არაინ კეთილსინდისიერები, მაშინ რატომ ეშინიათ მათ ამ შემოწმების, როდესაც ამ შემოწმებას ჩაატარებენ საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები. ანუ, მათ ამის შიში არ უნდა ჰქონდეთ. შესაბამისად, მათ აქვთ ძალიან ბევრი დასამალი, მათ აქვთ პრობლემები წარსულში თავინთ საქმიანობასთან დაკავშირებით", - ამბობს ეკა გიგაური.
ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.
არასამტავრობოები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.