სოფელ ბალდაში ტყითსარგებლობის უკანონო ფაქტი გამოვლინდა

13.03.24 16:08
სოფელ ბალდაში  ტყითსარგებლობის უკანონო ფაქტი გამოვლინდა

სამეგრელოს სოფელ ბალდაში დიდი ოდენობით მრგვალი მორის უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა - ადგილობრივი სატვირთო ავტომანქანით 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქემ არ გაითვალისწინა უწყების მოწოდება, შეეჩერებინა საქმიანობა, ამიტომ სამართალწარმოება უფლებამოსილი პირების მიმართ დაუმორჩილებლობის ფაქტზეც დაიწყო.