ბოლო ერთ თვეში, "სარფისა" და "სადახლოს" საბაჟოზე 25 873 ლარის არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

13.03.24 16:24
ბოლო ერთ თვეში, "სარფისა" და "სადახლოს" საბაჟოზე 25 873 ლარის არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

2024 წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, "სარფისა" და "სადახლო-საავტომობილო" საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის ჯამური წონა 219,39 გრამს, ხოლო საბაჟო ღირებულება 25 873,98 ლარს შეადგენს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, საერთო ჯამში 25 873,98 ლარის გადახდა დაეკისრათ.

მსგავსი სიახლეები