დაშავებულს ყური უკან მიაკერეს - ქარელში მომხდარი კრიმინალური გარჩევის დეტალები

13.03.24 18:12
დაშავებულს ყური უკან მიაკერეს - ქარელში მომხდარი კრიმინალური გარჩევის დეტალები

ქარელში მომხდარი კრიმინალური გარჩევის დეტალები - "პირველების" ინფორმაციით, დაზარალებულ დავით ტაურაშვილს ექიმებმა ყური უკან მიაკერეს. მედიკოსები ახლა იმედს გამოთქვამენ, რომ ოპერაცია შედეგს გამოიღებს და 50 წლის კაცი ყურს შეინარჩუნებს. 

ირკვევა, რომ მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, საბოლოოდ 40 წლის გიორგი მაღლაკელიძემ ნაცნობს სამზარეულო დანით ყური მოჭრა. 

ერთ-ერთი ვერსიით, დაზარალებულიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

"პირველები" ბრალდებულის დედას ესაუბრა, ქალი დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ დაზარალებული ჩივილს არ აპირებს.

ეს იძახის, რომ არაფერს არ ვჩივივარო. რა მოხდა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ იმან შეაგინა დედაო. ესეც მთვრალი იყო, რაღაცას ვაკეთებდით და მოუხვდა დანაო. არანაირი ვალი არ ჰქონია, უბრალოდ რაღაცაზე იკამათეს", - ამბობს დაკავებულის დედა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში TVPIRVELI.GE-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია. 

გიორგი მაღლაკელიძე მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

მსგავსი სიახლეები